LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწის სურნელი, რომელიც სოხუმის ქუჩებს ასდიოდა დღემდე მომყვება… ამ მოგონებებით ვცხოვრობ“ – ლელა წურწუმია აფხაზეთზე

129
lela

მომღერალი ლელა წურწუმია საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სოხუმში გატარებულ დროს იხსენებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ დღემდე ამ მოგონებებით ცხოვრობს.

? “მიწის სურნელი, რომელიც სოხუმს ასდიოდა დღემდე მომყვება…” | ლელას მოგონებები სოხუმზე

? “მიწის სურნელი, რომელიც სოხუმს ასდიოდა დღემდე მომყვება… ბოლოს 1993 წლის აგვისტოში მომიწია იქ ყოფნა” | ლელას მოგონებები სოხუმზე

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022

 

„მაშინ, როდესაც წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს, იუნკრებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. მგონია, რომ ყველას თავისი სოხუმი აქვს და შეიძლება ითქვას მეც ჩემი სოხუმის მოგონებებით ვცხოვრობ.

მქონდა ბედნიერება იმისა, რომ ბავშვობის დაუვიწყარი წუთები სოხუმში, აფხაზეთში გამეტარებინა. ჩემს მეხსიერებას საოცრად ახსოვს, მატარებელი შედიოდა სოხუმში, გაივლიდა ზღვის სანაპიროს და ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავდა. ასეთი ზღვა და ასეთი ცა, სხვაგან არსად მეგულება.

იწვიმებდა და ერთ საათში ისე გადაიღებდა თითქოს არც ყოფილა. დღემდე მომყვება იმ მიწის სურნელი, რომელიც სოხუმის ქუჩებს წვიმის შემდეგ ასდიოდა. რაც უფრო მეტად გადის დრო, ეს ჩვენი რეცეპტორები ყოველთვის უკან გვაბრუნებენ. 1993 წლის აგვისტოში მომიწია ბოლოს აფხაზეთში ყოფნა და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლით დავემშვიდობებოდი ჩემს მშობლიურ ქალაქს. განსაკუთრებული მოვლენაა ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ“, – საუბრობს მომღერალი.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g