LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი ქალაქები ფერადი განწყობით

402
cover

ფერადი გარემო განსაკუთრებით ამაღლებს განწყობას და ქმნის სიმშვიდის შეგრძნებას.წარმოიდგინეთ,რომ ამ ფერად გარემოში მუდმივად ცხოვრობთ. სწორედ ასეთია ის ქალაქები,რომელთა შესახებაც რუბრიკა “ბონ ვოიაჟის” ფარგლებში გიამბობთ და გირჩევთ თუ ახლომახლო მოხვდებით მათ აუცილებლად ეწვიოთ.

პროსიდაიტალია

მისენოს კონცხსა და კუნძულ ისჩიას შორის არის კუნძული პროსიდა იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ კაპრი მიიჩნევა ყველაზე პოპულარულ კუნძულად ნეაპოლის სანაპიროზე, პროსიდას მონახულება გამორჩეულად საინტერესოა მისი პასტელური,ფერადი გარემოს გამო. შენობები ამ გზით შეფერეს იმ მიზეზით,რომ მეთევზეებს სახლების ცნობა შესძლებოდათ ზღვაში ყოფნისას.

კოპენჰაგენი-დენმარკი

დანიის დედაქალაქში გაშენებული ფერადი ნავსადგური საკულტოა.გარდა ფერებისა ეს ადგილი საინტერესოა მისი ბინადრების გამოც. აქ ოდესღაც რამდენიმე მხატვრის და ასევე ცნობილი მეზღაპრის ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლი იყო. ეს ადგილი დღეს ტურისტების პოპულარული დანიშნულებაა,ფერადი ყვავილებით მორთული კაფე-ბარებითა და გემების ხედით მდინარეზე. აქვე მოინახულებთ კრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპრის გმირის ქალთევზას ქანდაკებასაც.

შეფჰაუენიმაროკო

ქალაქი ცნობილი როგორც “ლურჯი მარგალიტი”, მდებარეობს რიფის მთებს შორის მაროკოში. შენობები ესპანეთის ინკვიზიციას გამოქცეულ ებრაელებს ეკუთვნის,რომლებმაც სახლები ცის ფერად შეღებეს,რათა თავი ახლოს ეგრძნოთ უფალთან. თუმცა სხვა ადგილობრივების ინფორმაციით ეს ფერი სიცხისა და კოღოებისაგან თავდასაცავად გამოიყენეს.როგორც არ უნდა იყოს ეს ცისფერი ლამაზი ქალაქი ნამდვილად ღირს სანახავად თუკი მაროკოში მოხვდებით.

ნიუ ფაუნდლენდი-კანადა

კიდევ ერთი ძალიან ფერადი და ლამაზი ქალაქი ამ სიაში სწორედ მისი შენობების გამო მოხვდა. მას “ჟელიბიის რიგს” უწოდებენ. დიზაინის მიხედვით სახლები ერთნაირია,თუმცა სხვადასხვა ფერის,რაც თვალისმომჭრელი სანახავია. საოცარი მთები, ულამაზესი ხედები, ფერადი ხის სახლები კლდოვან ზღვის კლდეებზე და ღრმა ლურჯი ზღვა განსაზღვრავს ნიუფაუნდლენდს. ეს სილამაზე და საინტერესო მიმზიდველი სალაშქრო ტურები ბევრი ტურისტის ყურადღებას იპყრობს და როგორც ამბობენ კანადა იწყება აქ, აღმოსავლეთიდან, ჩრდილო ატლანტიკის კუნძულ ნიუფაუნდლენდზე.

 კეიპ ტაუნი-სამხრეთ აფრიკა

ეს ფერადი გარეუბანი, რომელიც მდებარეობს აფრიკაში სიგნალის ბორცვის ძირში საინტერესო სანახაობას წარმოადგენს. საუბარია კეიპ ტაუნზე,რომელიც ადგილობრივი და ჰოლანდიური არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს. ტერიტორიას მთელი მსოფლიოდან უამრავი მოგზაური სტუმრობს მხოლოდ ამ თვალწარმტაცი ფერადი სახლების გადაღების მიზნით.ეს სახლები პირველად ჰოლანდიელმა კოლონისტებმა მონების საცხოვრებლად ააგეს.თავდაპირველად გასაქირავებელი სახლების კედლები თეთრი უნდა ყოფილიყო,ასეთი იყო მფლობელების წინაპირობა,მაგრამ როდესაც მონობა გაუქმდა და მოსახლეებმა საცხოვრებლების საბოლოოდ შესყიდვა შეძლეს ისინი ფერადად გადაღებეს,როგორც თავისუფლების სიმბოლო. გამომდინარე იქიდან რომ მონებს შორის უამრავი ხელოსანი იყო ეს ადგილი მალე აყვავდა და კულტურის ცენტრადაც კი იქცა.

 გუანახუატო-მექსიკა

ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მიიჩნევა მექსიკის ყველაზე ცოცხალ ქალაქად. მისი ცენტრი შეღებილია კონტრასტული ფერებით,სადაც თითქმის ყველა ფერის სახლს შეხვდებით. ქალაქის ცენტრში ბევრი შენობა აგებულია ბაროკოსა და ნეოკლასიკურ სტილში. ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა საკათედრო ბაზილიკა,რომელიც მთლიანად ყვითლად არის შეღებილი და მკვეთრად წითელი სახურავი აქვს. სხვათა შორის ამ ქალაქს ერთ-ერთ ბედნიერ ქალაქად მიიჩნევენ და ტურისტები ხშირად აღნიშნავენ ადგილობრივების პოზიტიურ განწყობას. პანორამული ხედებისთვის El Pípila-ს მონუმენტს უნდა ეწვიოთ,პლაზა დე ლა პაზი და მისი მიმდებარე ქუჩები კი ძველი ქალაქის გულია. საეკლესიო კომპლექსი ოქროსა და ცისფერი ბაზილიკით, ულამაზესი ბაღებით, მე-18 საუკუნის არქიტექტურითა და ხმაურიანი ქუჩის კაფეებით ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა.

ლონგიარბიენინორვეგია

ამ ფერად ქალაქს ეწოდა ამერიკელი ჯონ მანრო ლონგირის სახელი, რომელმაც 1906 წელს გახსნა კომპანია ამ მხარეში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქში მხოლოდ ერთი მაღარო ფუნქციონირებს, ქვანახშირის მოპოვების ფესვები კვლავ ანათებს ბევრ შენობაში. ქალაქი, რომელიც მდებარეობს სვალბარდის არქიპელაგზე, არის ყველაზე ჩრდილოეთი ქალაქი მთელ მსოფლიოში.მის მთავარ ქუჩაზე ფერადი ხის სახლების რიგებს წააწყდებით. საიდუმლოა მათი ფერადოვნების მიზეზი.ზოგიერთი ადგილობრივი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ქალაქის ბნელ ინდუსტრიულ წარსულში სასიამოვნო განწყობისა და სიხარულის გავრცელების საშუალება.ასე რომ ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ლოკაციის მონახულებას თუ გადაწყვეტთ ამ ადგილს უნდა ეწვიოთ.

ლა ბოკა-არგენტინა

ლა ბოკა ცნობილია თავისი სახასიათო, ფერადი,მრავალფეროვანი ხის სახლებით. ეს ტერიტორია რეალურად არის მხატვრების სახლები. ქალაქი სახელგანთქმულია ტანგოს ცეკვის წარმოდგენებით. ელ კამინიტო „პატარა ბილიკი“ არის კერა, სადაც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მოვიდნენ და დატკბნენ ქუჩის შოუებით, შეიძინონ ძვირფასი ნივთები და სუვენირები, ან დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები.ძველად აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ვერცხლი მოიპოვებოდა,რამდენიმე მაღარო დღემდეა შემორჩენილი.ქალაქი ასევე ცნობილია საინტერესო ადგილობრივი სამზარეულოთი,სადაც უამრავი განსაკუთრებული კერძის დაგემოვნება შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g