პრინცი უილიამი და ქეით მიდლოტონი, რომლებსაც ამჯერად უელსის პრინცისა და პრინცესას ტიტული აქვთ, ახალი სტატუსით მოგზაურობას იწყებენ. სიმბოლურია, რომ წყვილის პირველი ვიზიტი, უელსში შედგა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი წლების წინ ცხოვრობდნენ. სწორედ აქ დაიბადა პრინცი ჯორჯიც.
ამ ისტორიული ვიზიტისას ქეით მიდლტონი ბრწყინავდა LK Bennet-ის ულამაზეს წითელ პალტოში, რომელსაც ულამაზესი ოქროსფერი ღილები ამშვენებდა. ანსამბლს ქეითმა შავი კლასიკური შარვალი და შავი ფერის კლატჩი შეუხამა. ქეითის ეს ანსამბლი პრინცესა დაიანას ცნობილ ლუქს შეადარეს, რომლითაც უელსის ყოფილი პრინცესა ასევე უელსში ვიზიტით იმყოფებოდა.
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ნორფოლკში ჩავიდნენ – უელსის პრინცესა „ტიფანის“ სამკაულით გამოჩნდა