LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S7 და S7 edge ვარდისფერი ოქროს კორპუსით

209

კომპანია Samsung Electronics თავისი სმარტფონები Samsung Galaxy S7 და S7 edge ვარდისფერი ოქროს კორპუსით გამოუშვა. 20 აპრილიდან სიახლე სამხრეთ კორეაში გამოვა, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. სმარტფონები შავ, ოქროსფერ, თეთრ და ვერცხლისფერ კორპუსებში უკვე ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ სიახლეს 5,5 დიუიმიანი მოხრილი დისპლეი აქვს. ის მტვერ და წყალგამძლეა, აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა.

სმარტფონს აქვს მუდმივად აქტიური ეკრანის Always-On Display ფუნქციაც, რაც საჭირო ინფორმაციასთან უსწრაფეს წვდომას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები