კომპანია Samsung Electronics თავისი სმარტფონები Samsung Galaxy S7 და S7 edge ვარდისფერი ოქროს კორპუსით გამოუშვა. 20 აპრილიდან სიახლე სამხრეთ კორეაში გამოვა, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. სმარტფონები შავ, ოქროსფერ, თეთრ და ვერცხლისფერ კორპუსებში უკვე ხელმისაწვდომია.