LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინების ყიდვა-გაყიდვა თბილისში

1095
715x400 1a

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონება ბინებია, ყველაზე პოპულარული ადგილი კი – თბილისი. თუმცა, სეზონურობიდან გამომდინარე მოთხოვნა ასევე იზრდება საკურორტო ზონებზე ბათუმზე და ბაკურიან – გუდაურზე.

თბილისს ბოლო წლებში ბევრი ახალი კორპუსი, ნაგებობა, თუ საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა. მაძიებლებში განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს  მაღალ სართულზე არსებული ბინები, საიდანაც კარგი ხედი იშლება და მანქანის გამონაბოლქვიც უფრო ნაკლებად  აღწევს. საბედნიეროდ, ელექტროენერგიისა და ლიფტის საკითხი უკვე ჩვენთანაც მოგვარებულია და პრობლემას აღარ წარმოადგენს ზედა სართულზე ცხოვრება.

მიუხედავად ამისა, ასევე არიან დაბალი სართულების მოყვარულებიც, რომელნიც არაფრის დიდებით არ „გაცვლიან“ დაბალი სართულის კომფორტს, არანაირ ხედსა და სხვა უპირატესობებზე.

გარდა ამისა, ბინის ყიდვის დროს ყურადღებას აქცევენ კორპუსის ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურას – ეს იქნება სკვერები, პარკები, სათამაშო მოედნები თუ სხვა. გამწვანება სათამაშო ადგილი და ეზო ბავშვებისთვის აუცილებელია, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ მაძიებლები ინტერესდებიან მახლობლად არსებული რეკრეაციული ზონების არსებობით და ყიდვის გადაწყვეტილებას ამის მიხედვითაც იღებენ.

არ აქვს მნიშვნელობა ბინა ცენტრალურ უბანში მდებარეობს, თუ გარეუბანში, მახლობლად აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო მაღაზიები, სადაც იმავე უბნის მაცხოვრებლები შეძლებენ, იყიდონ ყოველდღიურობაში საჭირო და აუცილებელი პროდუქტები. ნამდვილად არ მოუნდება ბევრს ისეთ კორპუსში ცხოვრება, საიდანაც 20-30 წუთის გზა იქნება გასავლელი მარკეტამდე მისასვლელად.

მიუხედავად უძრავი ქონების ფართო არჩევანისა, ბინების ყიდვა – გაყიდვა area.ge-თან ერთად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არეაზე ნახავთ ყველანაირი მახასიათებლის მქონე ბინებს, იქნება ეს მაღალსართულიან, ახალაშენებულ კორპუსში, იტალიური ეზოს ტიპის საცხოვრებელში, ქალაქური პროექტის რამდენიმე სართულიან კორპუსში, თუ მშენებარეში.

ბინების შესაბამისად ფასებიც მრავალფეროვანია და ლოკაციასთან ერთად ამ ფაქტორზე გავლენას ახდენს ბინის ფართი და მდგომარეობა. ბუნებრივია, გარემონტებული, საცხოვრებლად გამზადებული ბინის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობის, ან ძველი რემონტიანის.

თუ ახალ ნაყიდ სახლში, ყველა შემთხვევაში, რემონტის გაკეთებას გეგმავთ, უმჯობესია, თეთრი ან შავი კარკასის მდგომარეობით იყიდოთ, ვიდრე უკვე დაპროექტებული ბინა ხელახლა გადააკეთოთ. ეს ბევრად უფრო მეტ დროს და ფინანსებს წაგართმევთ.

ფასები ქალაქის სხვადასხვა უბანში ასე გამოიყურება:

ვაკეში ახალაშენებულ კორპუსებში კვადრატული მეტრის ფასი 4000 – 7000 ლარში მერყეობს, ძველ აშენებულ სახლებში, ღირებულება ცოტა დაბალი – 2500 – 3500 ლარია.

ორთაჭალაში ბინების ფასები  2900 – 3900 ლარის ფარგლებში მერყეობს. დიდ დიღომში უფრო მეტად ახალაშენებული ბინების სიმრავლე შეინიშნება, აქ  კვადრატულის ფასი 2000 ლარიდან იწყება  3500 ლარამდე ადის.  ბინების ფასები საბურთალოზე განსხვავდება მშენებლობის ტიპის მიხედვით, ძველ აშენებულში კვადრატული მეტრის ფასი – 3200 ლარიდან იწყება და 4500 ლარამდე ადის, ახალაშენებულში კი 4000 – 6000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

არ აქვს მნიშვნელობა ქალაქის რომელ უბანში ეძებ ბინას, საუკეთესო მეგზური უძრავი ქონების ძიებისა და შეძენის საქმეში area.ge გახლავთ, ემეგობრეთ არეას და აუცილებლად იპოვით ოცნების ბინას თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g