LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ღალატობენ ქალები – სექსოლოგმა 3 მთავარი მიზეზი დაასახელა

158
Capture

ყველაზე ხშირად ღალატის მიზეზი თავდაჯერებულობის ნაკლებობაა. ასე ფიქრობენ ამერიკელი სექსოლოგები. საქმე ისაა, რომ ადამიანს, რომელსაც სტაბილური და ჯანსაღი თვითშეფასება აქვს, ტყუილი არ დასჭირდება.

ღალატის მეორე და ასევე ძალიან გავრცელებული მიზეზია – შურისძიება. ხშირად ქალები ერთგულებას წყენის გამო არღვევენ – პარტნიორთან საუბრის ნაცვლად ქალი ამჯობინებს ის ღალატის მეშვეობით დაამციროს და დასაჯოს.

„თუკი სხვა მოგეწონათ და ინტიმურ ურთიერთობაზეც დაფიქრდით – პირველ რიგში ნამდვილი მოტივები უნდა განსაზღვროთ. ხომ არ იმალება ამ მიზანში რაიმე სხვა მოთხოვნილება? მაგალითად, ძლიერი ემოციების სურვილი ან თვითშეფასების გაზრდა. უნდა ისაუბროთ ამაზე და გადაჭრათ ეს საკითხი ცივილურად. ეს ნამდვილად ზრდასრული პოზიცია იქნება“.

სექსოლოგის აზრით, ღალატის მიზეზი ემოციების წყურვილიც ხდება ხოლმე. ზოგიერთ ქალს ადრენალინის შეგრძნება სჭირდება და ამ მოთხოვნილებას სწორედ ღალატით ინაზღაურებს. არსებობს ისეთი კატეგორია, რომელსაც შეიძლება თავისი პარტნიორი უყვარდეს კიდეც, მაგრამ დამატებით ენდორფინებს ახალ ურთიერთობებში ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები