კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას სტატუსით ეხმიანება:
„ველაპარაკე მეგობარს თბილისში, ამბობს, ქუჩები სავსეა რუსული ნომრებით, ყველა კუთხეში რუსული საუბარი ისმის, რუსული ენა დომინანტი ხდებაო. რა უნიკალურ დროში ვცხოვრობთ, ხალხო. მახსოვს 1989 წლის 9 აპრილი, სისხლიანი კვირის შემდეგ, რუსულენოვანი მოსახლეობისგან ქვეყანა დაიცალა, ერთადერთი ქართველი დავრჩი რუსულ სკოლაში.
ეს ხალხი თითქოს სადღაც აორთქლდა, რატომ?? იმიტომ, რომ ნაციონალური იდეა გახდა მთავარი. მერე ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, ნაციონალისტური იდეებით და არც ერთი რუსი, სომეხი, ქურთი ქვეყანაში აღარ დარჩა. რას წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდა დრო, გორბაჩოვი მოკვდებოდა და რუსები დაბრუნდებოდნენ საქართველოში.
ცოტა ფრთხილად იყავით თქვენს პროგნოზებსა და პოლიტიკურ განცხადებებში, პატივი ეცით საკუთარ ქვეყანას” – წერს კანდელაკი.
ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? პასუხი აშკარაა – პუტინი: თინა კანდელაკი