ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Telegram-ის ოფიციალურ გვერდზე იმ დისკომფორტზე წერს, რომელიც მისი ქმრის კანადის სანქცირებულთა სიაში შეყვანამ მიაყენა.
„კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში. მის გარეშე კი მე არ ვისვენებ. ჩემი პერსპექტივები საოცრად შემცირდა.
ვერ გავფრინდები ახლა ჩემს შალეში კვებეკში კერძო თვითმფრინავით. ვერ შევივლი ჩემს ექვსმეტრიან „მაიბახში“ და ვერ დაინახავთ, როგორ გვესალმებიან კანადელი მსახურები მე და ჩემს მეუღლეს.
რა გაეწყობა, ამოვშლი კიდევ ერთ ქვეყანას ჩემს რუკაზე. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმს და სევასტოპოლს“. – წერს თინა კანდელაკი იუმორით.
ცნობისთვის, ვასილ ბროვკო, რომელიც თინა კანდელაკზე 10 წლით უმცროსია, ბიზნესმენი და რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ სპეციალური დავალების დირექტორია.
კანადის ხელისუფლებამ სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა. 62 სანქცირებულის ვინაობა მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თინა კანდელაკის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები:
ბორის ჯონსონი გარდაცვლილ მარგარეტ ტეტჩერს კვალდაკვალ მიჰყვება: თინა კანდელაკი
„ამბობენ, რომ სულელი ვარ, თურმე არა!“- თინა კანდელაკი
,,გახსოვთ დაგპირდით, ყველას მოგინელებთ-თქო? ჯერ არ დამიწყია“ – თინა კანდელაკი