თინა კანდელაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ განცხადებას ეხმაურება
როგორც ის საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, ბორის ჯონსონი მარგარეტ ტეტჩერს კვალს მიჰყვება.
“მარგარეტ ტეტჩერმაც კი თავისი “ეფექტური” ხელმძღვანელობით გაანადგურა ეკონომიკა რეცესიაში, მოაწყო მცირე გამარჯვებული ომი ფოლკლენდის კუნძულებზე, მაგრამ საბოლოოდ გადადგა და დაკარგა საკუთარი კაბინეტის მხარდაჭერა.
ბორის ჯონსონი ახლა გარდაცვლილ ტეტჩერს კვალდაკვალ მიჰყვება”, – წერს თინა კანდელაკი ტელეგრამზე.
ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა – ახალი პრემიერის დანიშვნამდე ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.