LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ში ახალი ღილაკი გამოჩნდა

43

სოციალური ქსელი Facebook თავისი მომხმარებლებისთვის ახალ ღილაკს – „შენახვას“ ამატებს.

იდეის ავტორების თქმით, სიახლე საშუალებას იძლევა, დაინტერესებული სტატიები, ვიდეო ან სხვა მასალა სპეციალურ ფოლდერში მოათავსოთ და მათ მოგვიანებით გაეცნოთ. ღილაკი ყველა მომხმარებელთან უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ამას გარდა, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი ინსტრუმენტი – Quote Sharing, რომელიც ონლაინ რეჟიმში კონტენტის გაზიარების მოსახერხებელ მეთოდებს შემოგთავაზებთ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook ამინდის პროგნოზის ფუნქციაზე მუშაობენ, ასევე,  სოციალური ქსელი უსინათლოებისთვის სპეციალურ სიახლეს ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები