LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება

124
page

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც „ფეისბუკის“ ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თუკი რაიმეს ჯგუფურად შეძენისას გადასახადის ერთმანეთში გადანაწილება ხშირად გიწევთ, ფუნქცია, Split Payments სწორედ თქვენთვისაა.

აღნიშნული მომსახურებისთვის Messenger-ში ჯგუფი უნდა შექმნათ, შემდეგ კი მიჰყვეთ ინსტრუქციას, – Split Payments.

აპლიკაცია გადასახადის ჯამური რაოდენობის შეყვანას მოგთხოვთ, ფუნქცია ღირებულებას თანაბრად გადაანაწილებს. თუკი ვინმეს შედარებით მეტის გადახდა ეკუთვნის, განსხვავებული თანხის შეყვანა ხელითაც შეგეძლებათ.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები