გალერეა-ბუტიკი PONTE VECCHIO მომხმარებელს სამკაულების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ბუტიკის პიარ მენეჯერმა ნინა პერტენავამ განმარტა, ამ ეტაპზე მაღაზიაში 10%-იანი ფადაკლება მიმდინარეობს, გარდა ამისა ე.წ ”სოლო” ბარათების მფლობელებს 12%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.
მისივე ინფორმაციით, PONTE VECCHIO-ში ფასები 200$-დან იწყება. მათ მთავარ პრიორიტეტს კი ხარისხი და გემოვნებიანი პროდუქცია წარმოადგენს.
”ჩვენი ბუტიკი სრულიად ახალი და თანამედროვე დიზაინით შეიქმნა. ჩვენთან წარმოდგენილია ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა: HARRY WINSTON,TIFFANY&CO, CARTIER, CHANEL, DE GRISOGONO, FABERGE, MIKIMOTO, AARON BASHA, PIAGET, BVLGARI, DAMIANI, VAGGI GIOIELLERIA, STEFAN HAFNER, DI MODOLO, LEO PIZZO, ROBERTO COIN, PICCINI, BUCCELLATI, POMELATTO, PASCUALE BRUNI, BARAKA, GIORGIO VISCONTI. ძირითადი აქცენტი მაინც იტალიურ, კერძოდ ფლორენციულ სამკაულებზეა. PONTE VECCHIO მუდმივად სთავაზობს კლიენტებს ფადაკლებებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასნამატი მინიმალური იყოს, რის გამოც ცნობილი ბრენდების სამკაული ჩვენთან უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ევროპაში”- განაცხადა პერტენავამ.
გალერეა-ბუტიკი PONTE VECCHIO აბაშიძის 46 ნომერში მდებარეობს და ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 12:00-დან 20:00 საათმდე, ხოლო კვირას 12:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.