გასულ უქმეებზე ლედი გაგამ 30 წლის იუბილე მეგობრებთან ერთად იზეიმა, რომელთა შორის ბევრი ცნობილი სახეც იყო.
თუმცა, ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ ღონისძიების ერთი დეტალი – ლედი გაგას ნიშნობის ბეჭედი. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე ეპატაჟური მომღერალი და მისი რჩეული, ტეილორ კინი, საიდუმლოდ დაქორწინდნენ.
წყვილის წარმომადგენლების მხრიდან ამ ამბავზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.