კეიტლინ ჯენერზე ბევრს წერენ ტაბლოიდები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაყურებლისთვის ის არც ისე საინტერესოა. როგორც აღმოჩნდა, მისი რეალითი-შოუ მხოლოდ დასაწყისში იყო აქტუალური, ამჟამად კი გადაცემის პროდიუსერები და რეჟისორები, რეალითი-შოუს „I Am Cait“ დახურვას გეგმავენ. მათი თქმით, მაყურებლების რაოდენობა თითქმის სამჯერ შემცრდა.
„კეიტლინი ძალიან გაბრაზებულია, რომ მაყურებლებს შორის ის საინტერესო აღარ არის. ამ ყველაფერში კი ის ყოფილ მეუღლეს, კრის ჯენერეს ადანაშაულებს, რომელმაც საკუთარი შოუს „კარდაშიანები“ წარმოჩენის მიზნით, მასზე უარყოფითად იმოქმედა. ხალხი კი უბრალოდ დაიღალა ამ ერთი და იგივე თემით“, – აცხადებს ინსაიდერი.