LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ დღემდე არ ველაპარაკებით ერთმანეთს“ – კეიტლინ ჯენერი ექს-ცოლზე, კრის ჯენერზე ალაპარაკდა

316
page

ახლახან, კეიტლინ ჯენერი This Morning-ის სტუმარი გახლდათ, სადაც მან კრის ჯენერთან ქორწინებასა და შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ყველა შვილთან არ აქვს თანაბრად კარგი ურთიერთობა და ზოგთან უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობს.

„მე 6 წელი მარტო ვიყავი და საკუთარ თავს ვებრძოდი, მსურდა გამეგო, თუ ვინ ვიყავი და როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. რაც შეხება კრის, მასთან მე დღემდე არ ვკონტაქტობ, როდესაც რაიმე საქმე გვაქვს, მენეჯერის საშუალებით ვამყარებთ კომუნიკაციას. ეს ძალიან სამწუხაროა“, – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი.

ცნობისთვის, კეიტლინი, ნამდვილი სახელით, უილიამ ბრიუსი და კრის ჯენერი, ქორწინებაში 22 წელი იმყოფებოდნენ.

„როცა ყოფილი ქმარი ახლა უფრო ლამაზი ქალია, ვიდრე შენ“ – კეიტლინ და კრის ჯენერები ქალიშვილის წვეულებაზე გადაიკვეთნენ

შეგახსენებთ, უილიამ ბრიუს ჯენერს, რომელმაც 2015 წელს სქესი შეიცვალა, არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალად გარდაქმნა მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რის შემდეგაც მან ბოლოს და ბოლოს  საკუთარი თავი იპოვა.

„მგონი ისევ მამაკაცად ყოფნა მოენატრა“ – 73 წლის კეიტლინ ჯენერი სახალისო პოსტს ავრცელებს

„ქალად გარდაქმნა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ – კეიტლინ ჯენერი 72 წლის გახდა, ნახეთ სპორტსმენის გარეგნობის ევოლუცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები