LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის კრის ჯენერი პლასტიკური ოპერაციის შედეგზე ალაპარაკდა

385
page

რეალითი შოუს ვარსკვლავი, კრის ჯენერი, პლასტიკური ოპერაციის გარშემო ატეხილი ხმაურის გამო, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

ბოლო კვირებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ჯენერი უკმაყოფილო იყო დაახლოებით 100,000 დოლარად გაკეთებული სახის ლიფტინგის შედეგით და განმეორებით პროცედურას გეგმავდა.

„გაიღვიძებ და უეცრად სახე დაბლა ჩამოწეული დაგხვდება“ – 70 წლის კრის ჯენერი 100,000 დოლარის ღირებულების პლასტიკური ოპერაციის შედეგით უკმაყოფილოა – უახლესი ფოტოები

აღნიშნულ ბრალდებებს კრისმა საჯაროდ უპასუხა. თავისი ქალიშვილის, ქლოე კარდაშიანის პოდკასტში მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„ამ სათაურებმა ჭკუიდან გადამიყვანა. წერენ, თითქოს მძულს ჩემი ლიფტინგი და გაბრაზებული ვარ ჩემს ქირურგზე, რაც სრული სიცრუეა. 70 წლის ასაკში სხვისი აზრი უკვე აღარ მაინტერესებს. მე არ მჭირდება რამეს მტკიცება. მიყვარს ჩემი სახე და მომწონს, როგორ გამოვიყურები“, – აცხადებს ჯენერი.

კრის ჯენერი 70 წლის იუბილეს 100 ათას დოლარად შეფასებული სახის ლიფტინგით შეხვდა

ცნობისთვის, კრის ჯენერის სახის განახლებული ვერსია პირველად გასული წლის მაისში გახდა განხილვის თემა. მას ოპერაცია ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, სტივენ ლივაინმა ჩაუტარა, რომლის მომსახურების საწყისი ფასი 45,000 დოლარიდან იწყება. თავად ჯენერმა რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნა, რომ მისი სახის ერთადერთი „ბუნებრივი“ ნაწილი, ცხვირია.

ასეთი გარდაქმნა ჰოლივუდს ჯერ არ ახსოვს – 15 წლით გაახალგაზრდავებული კრის ჯენერი ახალი ფოტოებით გვაჯადოებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები