LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

32
ლევან დავითაშვილი აზერ

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის.

“მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და სტრატეგიული პროექტების შესახებ.
კერძოდ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას.

ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შეძლებს, გაზარდოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს დარგში ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვას”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g