ომის მიმდინარეობის 229-ე დღეს, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სარაკეტო იერიშები განაახლა – დილიდან იბომბება კიევი, ხარკოვი, ლვოვი და დნეპროპეტროვსკი.
უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსეთის აგრესიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან და ერთმანეთს მოუწოდებენ, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გენოციდის შესაჩერებლად მეტი იარაღია საჭირო:
„პუტინის გენოციდის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი შეჩერება მანამ, სანამ ის თავად არ გაჩერდება – მეტი იარაღით და არა მხოლოდ სიტყვებით“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის „ტვიტში“.
The only way to stop Putin’s genocide is to keep stopping him until he stops. With more weapons, not just more words.
— Gabrielius Landsbergis?? (@GLandsbergis) October 10, 2022
უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ, სატელეფონო საუბარი შედგა ნატოს გენერალურ მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნატო მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს:
„დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.
Spoke with Foreign Minister @DmytroKuleba & condemned #Russia‘s horrific & indiscriminate attacks on civilian infrastructure in #Ukraine. #NATO will continue supporting the brave Ukrainian people to fight back against the Kremlin’s aggression for as long as it takes.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) October 10, 2022
სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის ქალაქების მასობრივ დაბომბვას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც:
„კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო თავდასხმებს.
სისასტიკე, ტერორი და უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – წერს სანდუ.
Strongly condemn the ongoing massive #Russian missile attacks on #Ukrainian cities, including #Kyiv. Brutality, terror and killing of innocent civilians must immediately stop.
— Maia Sandu (@sandumaiamd) October 10, 2022
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ის, რაც ახლა კიევში ხდება ძალიან სევდიანია:
„ეს ვითარება მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რეჟიმის სახეს, რომლის წინაშეც ვდგავართ, იმ რეჟიმის, რომელიც ახორციელებს ტერორს და იწვევს ბავშვების სიკვდილს.
ეს არის კრიმინალი. მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს მეცოლა.
What is happening now in #Kyiv is sickening.
It shows the world, again, the regime we are faced with: One that targets indiscriminately. One that rains terror & death down on children.
This is criminal. They will be held to account. Ukraine will win. Europe will not look away. pic.twitter.com/0I594UlCMg
— Roberta Metsola (@EP_President) October 10, 2022
უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელიც:
„შოკირებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
21-ე საუკუნეში ასეთი ქმედებების ადგილი არ არის. ამას უმკაცრესად ვგმობ.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია“, – აღნიშნავს ბორელი „ტვიტში“.
Deeply shocked by Russia’s attacks on civilians in #Kyiv and other cities in Ukraine.
Such acts have no place in 21st century. I condemn them in the strongest possible terms.
We stand with Ukraine. Additional military support from the EU is on its way.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) October 10, 2022
პარალელურად, პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც და ამბობს, რომ ეს ომი ყველას ეხება:
„დღეს -რუსეთ-უკრაინის ომი, ევროპის შუაგულში, ყველას გვეხება. ისეთი შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ – ელექტროენერგია, საწვავი, ბენზინი, წყალი და საკვები – ახლა ფუფუნებად იქცევა.
ჩვენ უნდა გამოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.