LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: თუ უკრაინა ტერორისტული აქტების განხორციელებას გააგრძელებს, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბური

57
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის ხიდის აფეთქებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, ხიდზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებების მიმართ რუსეთის პასუხი მკაცრი და მასშტაბური იქნება.

მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ

ამის შესახებ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს დილით უკრაინულ სამიზნეებს მასობრივი დარტყმა მიაყენეს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, განხორციელდა მასიური დარტყმა შორი მოქმედების ზუსტი იარაღით უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობასა და საკომუნიკაციო ობიექტებზე..

8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და დამნაშავეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. კიევის რეჟიმი დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს.

კიევის რეჟიმმა საკუთარი ქმედებებით, ფაქტობრივად, თავი დაიყენა საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებების დონეზე და უბრალოდ შეუძლებელია, მსგავსი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება.

თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბური, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, “უკრაინა სხვა დივერსიების უკანაც დგას”:

„ჩადენილია მთელი რიგი სხვა ტერაქტები და ელექტროენერგიისა და გაზის სატრანსპორტო ობიექტებზე მსგავსი დანაშაულების ჩადენის მცდელობები, მათ შორის, ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემის, „თურქული ნაკადის“ აფეთქების მცდელობა. ეს ყველაფერი ობიექტური მონაცემებით არის დამტკიცებული, მათ შორის ამ ტერაქტების ჩამდენი დაკავებულების ჩვენებებითაც“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g