„რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კიევსა და სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს განურჩეველი თავდასხმები ომის დანაშაულია.
„უკრაინის მხარდაჭერის ერთგულება და რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება – ჩვენ ამ საკითხებს „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან განვიხილავთ.–“ წერს შარლ მიშელი.
ამავე თემაზე:
ევროკომისია უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას გმობს და მას „ბარბაროსულსა და ლაჩრულს“ უწოდებს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
Russia’s horrendous attacks against Kyiv and other cities across #Ukraine show the desperation of the Kremlin.
These indiscriminate attacks on civilians are war crimes.
Committed to supporting Ukraine & holding Russian regime accountable – we’ll address this with @G7 partners.
— Charles Michel (@CharlesMichel) October 10, 2022