ევროკომისია უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას გმობს და მას „ბარბაროსულსა და ლაჩრულს“ უწოდებს.
„როიტერსის“ ცნობით, ევროკომისიამ დაგმო, როგორც „ბარბაროსული“ რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე და გააფრთხილა ბელორუსია, არ დაეხმაროს მის მოკავშირეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.
ლუკაშენკო: პუტინთან საზღვარზე ძალების განთავსებაზე შევთანხმდი
დასავლეთ საზღვარში, ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ, ბელარუსი-პოლონეთის სახელმწიფო საზღვარს გულისხმობს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებებს „21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს“ და „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბლოკის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელდება.
ევროკომისიის წარმომადგენლის, პეტერ სტანოს განცხადებით კი, ევროკავშირი ყველა შესაძლო უმკაცრესი ფორმით გმობს ამ ამაზრზენ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
„ეს არის ბარბაროსული და ლაჩრული თავდასხმა და აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ტაქტიკას წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვა.
ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ომის დანაშაულად ითვლება“, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, პეტერ სტანომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება, რაკეტები ცვივა.
ამავე თემაზე:
ლუკაშენკო: უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას „გეგმავს“
სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ – ლუკაშენკო
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში