LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

100
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.

„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეა ჩვენს განადგურებას და მიწის წაშლას ცდილობენ. ზოგადად ჩვენი ხალხის განადგურებას ცდილობენ. იმ ადამიანების, ვისაც ზაპოროჟიეში, საკუთარ სახლში სძინავს. დნიპროსა და კიევში კი სამსახურში მიმავალი ადამიანები მოკლეს.

უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები“. – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში

მედია: კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

მედია: კიევში აფეთქებები მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g