LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები მიიღოს“ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

49
სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტში შეერთებული შტატებისა და ევროპის მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთს საპასუხო ზომების მიღება მოუწევს.

აღნიშნული შესახებ მან რუსულ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა,  „რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ასიმეტრიული ხასიათის.“

მისი თქმით, კიევისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენა, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების პერსონალის წვრთნა ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე, დაზვერვის, სატელიტური სურათების მიწოდება, დასავლეთის ქვეყნებს კიევის რეჟიმის მხარეს კონფლიქტში, სულ უფრო მეტად რთავს.

„ცხადია, შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან პირდაპირი შეტაკება არ შედის რუსეთის ინტერესებში. ჩვენ ვაფრთხილებთ და ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი და სხვა დასავლური დედაქალაქები გააცნობიერებენ უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს,“– განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

უკრაინელმა სამხედროებმა 174 ოკუპანტი, რუსული ჰაუბიცები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს

ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას საჰაერო თავდაცვა უნდა მიაწოდონ – ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ: კაია კალასი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g