ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს.
სტარუხი Telegram-ზე წერს, რომ მტრის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
„ნგრევის მასშტაბებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ოკუპანტებმა რაკეტებით შეუტია საოლქო ცენტრს. მტრის სამიზნეს ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში!“ – განაცხადა სტარუხმა.