LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს: დაღუპულია ახალშობილი

32
BeFunky-collage (4)

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.

„ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს – ახალშობილი მოკლეს”, – წერს სტარუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები