LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამპყრობლები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მოპარული ქონება“ – უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიედან სამხედროების გაყვანა დაიწყო

171
Untitled design (2)

რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონის ზოგიერთი დასახლებიდან ჯარის ნაწილის გაყვანა დაიწყო. 

როგორც უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ  შტაბზე დაყრდნობით წერს, რუსული ჯარების ცალკეული ქვედანაყოფები ზაპორიჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალის ევაკუაციისთვის ემზადებიან.

„მიხაილოვკა დატოვეს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განლაგებულმა ქვედანაყოფებმა. პოლოგიდან და ინჟენერნეში დამპყრობლები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი მანამდე იყვნენ დაბინავებულები და თან მიაქვთ მოპარული ქონება.

ბურჩაკში საოკუპაციო ხელისუფლება ატარებს აღწერას მოსახლეობის ე.წ. ნებაყოფლობითი ევაკუაციის მიზნით“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში უკრაინული ძალების პოზიციებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაიბომბა ქალაქი ხერსონი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით.

„უკრაინის ენერგეტიკაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე მთელ ქვეყანაში გრძელდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები