Facebook-მა ახალი სისტემა დააპატენტა. ამიერიდან ის მომხმარებლების პოსტებსა და შეტყობინებებში ნეოლოგიზმებს გააკონტროლებს.
პატენტის განაცხადი კომპანიამ თებერვალში გააკეთა. პროგრამა ორიენტირებულია ახალი ტერმინების, აბრევიატურებისა და სხვა ნეოლოგიზმების ძიებაზე, რომელსაც რაღაც პერიოდი მნიშვნელობა არ გააჩნია. ყველა ასეთი ნაპოვნი ერთეული სპეციალურ „სოციალურ ლექსიკონში“ შევა, რომლის შედგენაშიც თავად მომხმარებლებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.
პატენტში ასევე ნათქვამია, რომ ლექსიკონის სიახლეების გამოწერა მომხმარებლებს შესაბამისი ფასის გადახდის შემდეგ მოუწევთ.