LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპა

50
ალბერტ ჯუსოევი

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი, ალბერტ ჯუსოევი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინული მხარის ჩასაფრებაში პირველ აგვისტოს მოჰყვა. მისი ამოცნობა რუსულმა მხარემ მხოლოდ 14 დღის შემდეგ შეძლო.

„ალბერტმა გმირობა ჩაიდინა, სიცოცხლე შესწირა თანამებრძოლების სიცოცხლეს. ეს არის გამბედაობისა და სიმამაცის მაგალითი.“– წერს ადგილობრივი მედია.

ცნობისთვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა ნაწილს რუსული მოქალაქეობა აქვთ და რუსულ არმიაში მსახურობენ, ნაწილი კი ომში მოხალისეობრივად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ მონაწილეობს.

უჩა ნანუაშვილი: რუსეთი პრაქტიკულად წირავს მცირე ეთნიკურ ჯგუფებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g