რუსეთის მიერ, უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილი თავს კვლავ მეტროს აფარებს. უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, თუ როგორ მღერიან ადამიანები მეტროში, რომლებიც რუსულ ბომბებს აფარებენ თავს.
„რუსული რაკეტები მასიურად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენი შვილები კიდევ ერთხელ უნდა დაიმალონ მეტროში. ჩვენს დაშინებას და გატეხვას ცდილობენ – მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარეზეა. უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ. ??“, – წერს ოლენა ზელენსკა.
Russian missiles massively hit Ukrainian cities and our children must hide in the subway once again. They are trying to intimidate and break us – but Ukrainians sing. Truth is on the side of our nation. Ukrainians are not afraid, they know: enemy is mad because we are winning.?? pic.twitter.com/OlqQAh1xFa
— Олена Зеленська (@ZelenskaUA) October 10, 2022