LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკა: უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ

53
ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსეთი უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პირველი ლედი „ტვიტერზე“ წერს:

„რუსეთმა კვირა დაიწყო მასობრივი თავდასხმით კიევის ცენტრში და მთელ რიგ რეგიონებზე. კამიკაძე დრონები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ჩვენი ხალხი აფეთქებებს უნდა დაემალოს. უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, ყველაფერს აღვადგენთ.“– წერს უკრაინის პირველი ლედი.

შეგახსენებთ, რომ რუსები მიკოლაევს ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს – უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევზე.

ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები