LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს

42
ჯოზეფ ბორელი

„მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბორელი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამის პასუხად ზოგიერთ ზომას მიიღებენ.

„დილით, დრონების გამოყენებით, კიევზე მძიმე თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და ზოგიერთ ზომას მივიღებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას ეხება. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა.

ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს დავინახეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.“ – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

როგორც მანვე აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში, დღეს მონაწილეობას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც მიიღებს.

რუსები მიკოლაევს ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს – უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა კიევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები