ელექტრიფიცირებული ტრანსპორტი გლობალურ ბაზარზე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2022 წლის პირველი ნახევრის შეჯამებით მსოფლიოში 4,3 მილიონი ელექტრომობილი და ჰიბრიდი გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით უფრო მეტია. ასეთი ზრდის მთავარი მიზეზი ისევ ჩინეთია, სადაც მოთხოვნა 113%-ით გაიზარდა. აშშ-სა და კანადაში 49%-ით მეტი ასეთი მანქანის რეალიზება მოხერხდა, ევროპაში კი ზრდა მხოლოდ 9%-იანი იყო. ამ უკანასკნელ შედეგს ანალიტიკოსები საჭირო დეტალების დეფიციტითა და უკრაინის კრიზისით ხსნიან.
რაც შეეხება შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს, მათი გლობალური შედეგი 16%-ით შემცირდა, ამასთან მსუბუქი ავტომობილების ზოგადი გაყიდვები 6 თვის განმავლობაში 8%-ით უფრო ნაკლები იყო.
ექსპერტთა პროგნოზით 2022 წელი 10,6 მილიონი ელექტრიფიცირებული ავტომობილის გაყიდვით დასრულდება, რაც 2021 წელთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული შედეგია.