უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
პოლიტოლოგი და საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის დამფუძნებელი იან ბრემერი აცხადებს, რომ ილონ მასკმა უთხრა მას, რომ პუტინმა საუბარში „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას.
ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?
ამავე ინფორმაციით, პუტინმა მასკს უთხრა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები ყველაფრის მიუხედავად იქნება მიღწეული, მათ შორის პოტენციური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ უკრაინა შეიჭრება ყირიმში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ილონ მასკმა გამოაქვეყნა წინადადებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის „მშვიდობიანი მოგვარების” შესახებ, რასაც უკრაინის ლიდერების მხრიდან გამოხმაურება მოყვა.
მედვედევი: ილონ მასკი ყოჩაღია, ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის