გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით Retail Group Georgia- ს მიერ წარმოდგენილ მაღაზიებში ფასდაკლებები მიმდინარეობს.
Marks & Spencer-ში ქალის თეთრეულზე 20 %-იანი ფასდაკლება დაიწყო.
მაღაზია New Look-ში კი მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს ერთი ჯინსი, ხოლო მეორე ნახევარ ფასად მიიღოს, მაღაზიაში ასევე აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლებაა.
მაღაზია GAP-ი კლიენტებს ქალის სრულ პროდუქციაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიაში Flormar კი, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შეიძენს ნებისმიერ ორ პროდუქტს, მესამეს საჩუქრად მიიღებს.
ყველა ზემოთ აღნიშნულ მაღაზიას საქართველოში Retail Group Georgia წარმოადგენს და ფასდაკლებების აქცია აქ 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.