LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაიმეეეე !!! არ მჯერააა!!! ჩემს თვალწინ გაიზარდა!!! ჩემი მწვრთნელის შვილია! – რუსკა ქარქაშაძე მარიტა მეფარიშვილზე

701
Untitled design (1)

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელით ეხმიანება და წერს, რომ გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილი მისი მწვრთნელის შვილია.

„ვაიმეეეე !!! არ მჯერააა!! მარიტააააააა

ჩემს თვალწინ გაიზარდა!!!!!! ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლაააა გავიგეეე ….. ღმერთო ეს რა უბედურებაააა!!! სიტყვებიიიი დავკარგე არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა“, – წერს რუსკა ქარქაშაძე.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g