LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კლუბური ნარკოტიკი შესაძლოა შეიცავდეს ფენტალინს, რომელიც ჰეროინზე გაცილებით სახიფათოა და იწვევს სუნთქვის გაჩერებას” – ადიქტოლოგის განმარტება

104
BeFunky-collage (66)

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის “ალტერნატივა ჯორჯიას” მკვლევარი და ადიქტოლოგი თაკო მღებრიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში “მე-17 სართული” კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით საუბრობს და მოსახლეობას საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.

ადიქტოლოგის თქმით, კლუბური ნარკოტიკი შესაძლოა შეიცავდეს ფენტალინს, რომელიც ჰეროინზე გაცილებით სახიფათოა და იწვევს სუნთქვის გაჩერებას.

“კლუბურ ნარკოტიკებს ვეძახით ნებისმიერ ნარკოტიკს, რომელიც საკლუბო სივრცეში მოიხმარება. რადგანაც ეს ძირითად შემთხვევაში არის სტიმულატორები, რომლებიც ენერგიის მოზღვავებას იწვევს და სწორედ ამიტომაც მოიხმარენ. “ემდიემეის” ფენტალინთან შედარებით დაბალი დამოკიდებულების მაჩვენებელი აქვს. რაც შეეხება ფენტალინს და მის საკლუბო ნარკოტიკში აღმოჩენას. ეს ნივთიერება იმიტირებს ტრადიციულ ოპიატებს, როგორიც არის ჰეროინი, თუმცა მასზე ასჯერ უფრო ძლიერია, მცირე მასის მიღებასაც შეუძლია იგივე შეგრძნების გამოწვევა, თუმცა უფრო სახიფათოა რადგან სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას იწვევს.

როდესაც ადამიანი მიდის კლუბში და ჰგონია, რომ იღებს კლუბურ ნარკოტიკს, მასში შეიძლება იყოს ოპიატი, რომელიც სახიფათოა. აქ იზრდება “ზედოზირების” რისკი. ადამიანები, რომლებიც ფენტალინს მანამდეც მოიხმარდნენ მიხვდებიან, რომ რაღაც რიგზე არ არის. მაგალითად ძილიანობა არ ახასიათებს “ემ დი ემ ეის”. სახელმწიფომ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით”, – აცხადებს ადიქტოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g