LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

388
ეწრწერეწრეწრეწსადასდსა

რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებმა მათ უთხრეს, რომ “პიტბული თავს ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა”. მათივე მტკიცებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

 

ფოტო: ინფო რუსთავი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g