LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეფექტის ორი მესამედი დაიფარა, პირველი კვირა გვაქვს სარისკო პერიოდი“ – ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე

232
BeFunky-collage (1)

გურიაში, პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განაცხადა კლინიკა „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა, რომელმაც ბავშვს ოპერაცია ჩაუტარა.

როგორც მან „მთავარ არხს“ განუცხადა, ახლა მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ერთი კვირა.

„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

„პაციენტის მდგომარეობა დღეს, პოსტოპერაციულ პერიოდში სტაბილურია. ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო ჩვენებით. დეფექტი თავის ქალის საფარი ქსოვილების იყო შეუთავსებელი სიცოცხლესთან.

გაკეთდა უნიკალური მიკროქირურგიული ნაფლეთოვანი გადანერგვა. დეფექტის ორი მესამედი დაიფარა.

„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა

პირველი კვირა გვაქვს სარისკო პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადანერგილ ნაფლეთში, გადანერგილ ქსოვილში მოხდეს აღდგენითი პროცესები“, – ამბობს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

„დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი ზონა, გაშიშვლდა ძვლები.. ოპერაცია გახდა სასწრაფო“ – ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე

„ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებმა მაქსიმუმი შეძლეს, უკვე პროგნოზი საიმედოა“ – გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.

„თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“ – პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფო დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები