LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც [ენმ-ს] ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა დააბრალა, დიდი სისულელე თქვა – მმართველი პარტიის დეპუტატი

60
დავითულიანი

მმართველი პარტიის დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, “ნაციონალური მოძრაობისთვის” 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დაბრალება, “დიდი სისულელე” იყო.

“ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დაბრალება თქვენთვის, დაბრალება უაპელაციოდ, “ქართული ოცნების” წევრმა დაგაბრალათ თუ ვინ დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველმა დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე. გულწრფელად ვამბობ. მსგავსი სიტუაციებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა.

მაგრამ, ისეთები გქონდათ გაკეთებული, ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო. დღეს თქვენ იმავენაირად, უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის არ სჯერა იმიტომ, რომ ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი და ა.შ. არავინ არ არის”, – თქვა ბექა დავითულიანმა პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის პასუხად.

ცნობისთვის, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვაზე საუბრისას თქვა, რომ არავინ “ნადირობს” ტრაგედიაზე და მმართველ გუნდს ბარბარე რაფალიანცის საქმე გაახსენა.

ბოტკოველი საპარლამენტო უმრავლესობას: გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე – გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? როგორ ეუბნებოდნენ ხალხს – „ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g