LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა რისკებს შეიცავს Messenger-ში მიმოწერა? – განმარტება

216
BeFunky-collage (92)

რა რისკებს შეიცავს Messenger-ში მიმოწერა?, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, დილის გადაცემაში ისაუბრეს.

როგორც ჟურნალისტი საუბრობს, უცხოეთში იყო შემთხვევა, როდესაც Messenger-ში მიმოწერა გამომძიებელთა მთავარ სამხილად იქცა.

“უცხოეთში პოლიციელებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ დედა შვილს მედიკამენტებით მშობიარობის დაჩქარებაში დაეხმარა. მათ “მეტასგან” გამოითხოვეს პირადი მიმოწერა, რომლითაც ხსენებული დანაშაული დამტკიცდა. ამჟამად დედა-შვილი სასჯელს იხდიან.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ჩვენი მიმოწერა ხელმისაწვდომია, როგორც “ფეისბუქის” ადმინისტრაციისთვის, ასევე ძალოვანი სტრუქტურებისთვის, მაინც ვენდობით ე.წ. კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო. მოგიყვებით, რა დაცვის მექანიზმები აქვს “მესენჯერს”: ნამდვილად აქვს “დაშიფრვის” ფუნქცია, უფრო კარგად რომ ავხსნათ, როდესაც ჩავრთავთ ამ ფუნქციას, ნიშნავს იმას, რომ ჩემს მიერ თქვენთვის გამოგზავნილი შეტყობინება მხოლოდ ჩვენს შორისაა და მას ვერ ნახავს “ფეისბუქის”  ადმინისტრაცია. ამ ფუნქციის გამოყენება შეგვიძლია ყველას. სასურველი ადამიანის მიმოწერაში შევიდეთ, დავაჭიროთ დაშიფრვის ფუნქციას, გამოჩნდება ორი გრაფა, ერთი იქნება კონფიდენციალური და მეორე პირიქით. მიუხედავად ამ ფუნქციის არსებობისა, დღეს შეტყობინებების 80% დაშიფრული არ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ არაპრაქტიკულია. ეს ფუნქცია მხოლოდ მაშინ ირთვება, როდესაც გავააქტიურებთ. დასასრულს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100%-ით დაცული აპლიკაცია არ არსებობს და გარკვეულ რისკებს ყველა მათგანი შეიცავს”, – საუბრობს ჟურნალისტი “რუსთავი 2-ის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g