LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვენ სტეფანიმ ახალი ალბომის დეტალები გაამხილა

61

No Doubt-ის ლიდერმა, გვენ სტეფანიმ ახალი, რიგით მესამე სტუდიური ალბომის – „This Is What the Truth Feels Like“ დეტალები გაამხილა.  ალბომში 12 სიმღერა შევა, დელუქს-ვერსიაში კი დამატებით ოთხი სინგლი დაემატება.

დისკის გამოსვლა 18 მარტს იგეგმება.

ადრე, ფირფიტის მხარდასაჭერად გამოვიდა ორი სინგლი – „Make Me Like You“ და „Used to Love You“, ეს უკანასკნელი Billboard Hot 100-ის 52-ე პოზიციაზე განთავსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები