LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის ემოციური პოსტები ქორწინებიდან მესამე წლის აღსანიშნად

131
attachment-Blake-Shelton-Gwen-Stefani

3 ივლისს, გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის ქორწინებიდან, 3 წელი გავიდა. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, ვარსკვლავურმა წყვილმა საკუთარ სოციალურ ქსელებში ემოციური პოსტები გამოაქვეყნა.

პირველად, მომღერლების გზები 2014 წლის ნოემბერში, ამერიკული The Voice-ის გადაღებებზე გადაიკვეთა. ორივე მათგანი მუსიკალური კონკურსის მენტორი იყო.

სწორედ საქორწილო ცერემონიალის კადრები გააზიარა No Doubt-ის ვოკალისტმა, რომელსაც შეუღლების თარიღი დაურთო.

ცნობისთვის, გვენ სტეფანისთვის ეს მეორე, ხოლო ბლეიკ შელტონისთვის – მესამე ქორწინებაა. სტეფანის გევინ როსდეილთან 13 წლიანი თანაცხოვრებიდან, სამი ვაჟი ჰყავს. შელტონს შვილი არ ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები