LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი „ვოისის“ ახალ სეზონში მეგა-მენტორად მოგვევლინება

105
page

სულ მალე ამერიკაში მეგა პროექტი, „ვოისის“ 21-ე სეზონი დაიწყება. მენტორების შემადგენლობაში სიახლეა, წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბლეიკ შელტონს, ჯონ ლეჯენდსა და კელი კლარკსონს არიანა გრანდეც შეუერთდება.

„სიურპრიზი – აღმაფრენაში ვარ ამ სიახლით“ – არიანა გრანდე Voice-ს შეუერთდა

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მენტორების ვარსკვლავურ ჯგუფს მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ედ შირანიც დაუმშვენებს გვერდს, 30 წლის ედი მეგა-მენტორად მოგვევლინება.

ცნობისთვის, შირანი მუსიკალურ კარიერას სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, მან ალბომი დააანონსა და სინგლიც გაავრცელა.

შეგახსენებთ, არტისტს უზარმაზარი გამოცდილება აქვს პროდიუსინგში, ტექნიკასა და რეპერტუარის შერჩევაში, ამიტომ პროექტისთვის ის ნამდვილი მონაპოვარი იქნება.

პრემიერა: ედ შირანი ახალ კლიპს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები