LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი ქასთინგს აცხადებს – არტისტი ახალი ალბომისთვის ვიდეოებში ფანებს გადაიღებს

146
page

სულ მალე მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი არტისტი, ედ შირანი ახალი ლეიბლის, Gingerbread Man-ის ფარგლებში პირველ ალბომს, Autumn Variations გამოუშვებს.

ვარსკვლავმა ვიდეოების გადაღებასთან დაკავშირებით ქასთინგი გამოაცხადა, ის მუსიკალური კლიპებისთვის კრეატიულ ადამიანებს ეძებს.

„Autumn Variations პირველი ალბომია ჩემს ახალ ლეიბლზე, მსურს, რომ ეს პროექტი ჩემს ფანებზე ფოკუსირდეს, ამიტომ მინდა, ამ ალბომისთვის ვიდეოები თქვენ შექმნათ. თუ გყავთ კრეატიული მეგობრები ან ოჯახის წევრები, მონიშნეთ“, – წერს არტისტი.

ცნობისთვის, ედი 14 მუსიკალური ვიდეოსთვის, 14 ადამიანს აარჩევს. ალბომის პრემიერა კი 29 სექტემბერს შედგება.

ვიდეო: მოულოდნელად იღება კარი და… – ედ შირანის ემოციური სიურპრიზი წყვილს ქორწილის დღეს

ვიდეო: ედ შირანმა და ემინემმა ცნობილი ჰიტი Lose Yourself დუეტში შეასრულეს

„როდესაც გაიგო, რომ კიბო მჭირდა, 4 საათში 7 სიმღერა დამიწერა“ – ედ შირანის მეუღლე გულისამაჩუყებელ დეტალებს გვიზიარებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები