LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქვითინებული ედ შირანი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში – ნახეთ პირველი „თრეილერი“

162
page

3 მაისს, ედ შირანის შესახებ „დისნეის“ მიერ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი გამოვა. სულ ცოტა ხნის წინ პირველი „თრეილერი“ გავრცელდა. როგორც ცნობილია შირანმა, ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე გადაიტანა. მის მეუღლე, ჩერი სიბორნს მეორე ორსულობის დროს სიმსივნე დაუდგინეს, რომლის ოპერაციაც მხოლოდ მშობიარობის შემდეგ შეიძლებოდა.

„ჩერის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვე და მისთვის ოპერაციის გაკეთება მშობიარობამდე არ შეიძლებოდა“ – ედ შირანი დუმილს არღვევს

ახალ „თრეილერში“ ჩანს, თუ როგორ აქვითინდა მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი მანქანაში, როდესაც თავისი მეგობრის ჯამალ ედვარდსის მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიგო. ერთი სიტყვით, ბიოგრაფიულ ფილმში, ძალიან ბევრი ემოციური მომენტი გელოდებათ, მუსიკოსის კარიერით დაწყებული, პირადი ცხოვრებით დამთავრებული.

„სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ, ჩვენს ოჯახში მატებაა“ – ედ შირანი მამა მეორედ გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები