LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ, ჩვენს ოჯახში მატებაა“ – ედ შირანი მამა მეორედ გახდა

91
page

31 წლის ედ შირანი და მისი მეუღლე, ჩერი სიბორნი მშობლები მეორედ გახდნენ. წყვილს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ ჩერის ორსულობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სასიხარულო ინფორმაცია არტისტმა თავად გაავრცელა. ედი ბავშვის წინდების ფოტოს აზიარებს და აცხადებს:

„მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი ლამაზი გოგონა შეგვეძინა, ჩვენ ორივე მასზე საოცრად ვართ შეყვარებული და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ, რადგან ჩვენი ოჯახი უკვე უკვე ოთხი წევრისგან შედგება“.

ედ შირანი მამა გახდა – გოგონას ლაირა ანტარქტიკა დაარქვეს 

შეგახსენებთ, წყვილს 2020 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ლაირა ანტარქტიკა დაარქვეს.

ვიდეო: ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა Антитiла ერთობლივი სიმღერა გაავრცელეს 

როგორ გაიარა ედ შირანმა გზა ქუჩის მუსიკოსობიდან პოპულარობის მწვერვალებამდე – მუსიკალური ისტორიები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები