ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა, Антитiла სიმღერის 2step რემიქსი გაავრცელეს.
„გადავწყვიტე, ტექსტში მეჩვენებინა, როგორ დაიწყო ომი ჩემი ოჯახისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მილიონობით უკრაინელების ისტორიაა“, – აცხადებს ჯგუფის ვოკალისტი, ტარას ტოპოლია.
ვიდეოს გადაღებები კიევში, ირპენში და ხარკოვის ოლქში მიმდინარეობდა, სადაც უკრაინელი მუსიკოსები მსახურობენ.
„დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. აღფრთოვანებული ვარ“, – ასე შეაფასა შირანმა ჯგუფთან თანამშრომლობა.
ცნობისთვის, სიმღერა 2step 2021 წლის გამოვიდა, ის არტისტის მე-5 ალბომში შედის.
ედ შირანი და კამილა კაბეიო უკრაინისთვის იმღერებენ