ბოლო კვირების განმავლობაში არაერთმა არტისტმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას. ზოგიერთმა კონცერტი გააუქმა, ბევრმა მათგანმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკუთარი მუსიკა ყველა პლატფორმიდან წაშალა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ედ შირანი და კამილა კაბეიო სხვა ვარსკვლავებს შეუერთდნენ და საქველმოქმედო კონცერტში, ITV მიიღებენ მონაწილეობას.
„გული საშინლად მტკივა უკრაინელი ხალხის გამო“, – აცხადებს 29 წლის პოპ-ვარსკვლაი კამილა კაბეიო.
ცნობისთვის, კონცერტი 29 მარტს, ბირმინგემში, Resorts World Arena-ზე ჩატარდება.