ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ სამმა პოპულარულმა ჯგუფმა, Imagine Dragons, Green Day და Placebo მოსკოვში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს.
პოპულარული ჯგუფები Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ
ახლა კი არტისტების პროტესტს ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი უერთდება. მან რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე, სხვა გზა აღარ გვაქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინაში ამ ზაფხულს დაგეგმილი კონცერტები გავაუქმოთ. ჩვენი ფიქრები და სიყვარული მიმართულია შეუპოვარ უკრაინელ ხალხთან, მათ გმირ ლიდერთან და ყველასთან, ვისაც ამ ომმა ტანჯვა მიაყენა. ვლოცულობთ, რომ ამ შეშლილ სიტუაციას მალე მოეღოს ბოლო“, – ნათქვამია ქეივის ბენდის, Nick Cave & the Bad Seeds-ის განცხადებაში.
პოპულარული ჯგუფები Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ